2021 - 2022 სასწავლო წლის პროექტი

 

Fairy kingdom of animals / Сказочное царство животных 

ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანი და ლამაზია. არსებობს მრავალი ლეგენდა, ზღაპარი, მოთხრობა, ანიმაციური, დოკუმენტური და მხატვრული ფილმი ცხოველებზე. ბავშვები ყოველთვის ინტერესდებიან ამ თემით. ამიტომ გადავწყვიტეთ წარმოგვედგინა, როგორ თანაარსებობენ ცხოველები ერთმანეთთან და ჩვენს გვერდით.

პროექტის მიზანი იყო სხვადასხვა პროდუქტიული აქტივობების (თამაშების, მოთხრობების, ზღაპრების შედგენის გზით, ცხოველებზე ლექსების დამახსოვრება და კითხვა, გამოცანების გამოცნობა, იმპროვიზირებული მასალისგან დამზადება, ნახატები, პლასტელინისგან მოდელირება და ა.შ.) გამოყენებით მოსწავლეებისთვის მოტივაციის გაზრდა და ინტერესის გაღვივება. პროექტი ინტერდისციპლინურია და აერთიანებს რამდენიმე საგანს: ინგლისურ და რუსულ ენებს, ბუნებისმეტყველებას, სახვით ხელოვნებას და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს. პროექტზე მუშაობდნენ საქართველოს, სომხეთის, უკრაინის და ჩეხეთის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები. პროექტი განხორციელდა ინგლისურ და რუსულ ენებზე.
პროექტზე მუშაობა უზრუნველყოფდა ცოდნისა და უნარების ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას, სწავლის სტრატეგიების დაუფლებას, უზრუნველყოფდა საგანთაშორის კავშირს უცხოური ენების, კომპიუტერული ტექნოლოგიების, ბუნებისმეტყველების, ხელოვნების ინტეგრაციით. მოსწავლეებმა დახატეს, შექმნეს ანიმაციები, ელექტრონული ლოგოები, დიორამები, დაწერეს ზღაპარი, ჩაწერეს ვიდეოები, შეეცადნენ აქტივობები განეხორციელებინათ უცხოურ ენებზე, გაეცნენ მათი თანატოლების მიერ შექმნილ ნამუშევრებს. ყველა აქტივობა თემატიკიდან გამომდინარე შეეხებოდა ცხოველთა სამყაროს.

პროექტმა შეუწყო ხელი მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის, კომუნიკაციის, კოლაბორაციის, კვლევა-ძიების, ანალიტიკური აზროვნების უნარ-ჩვევების, და ცხოველთა სამყაროს მიმართ დადებითი და მზრუნველობითი დამოკიდებულებების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარა გამჭოლი უნარების განვითარებაში, მაგალითად, პასუხისმგებლობის, კერძოდ, სასკოლო და სხვა საქმიანობებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში და სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარებაში, ასევე თანამშრომლობის, კერძოდ, რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება, პრობლემათა ერთობლივად გადაჭრა, გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით.

აღნიშნული პროექტი თანამშრომლობითი სწავლების საუკეთესო მაგალითია. აქტივობებს ვასრულებდით თანმიმდევრობით, პარტნიორებთან შეთანხმებით, დროდადრო ვთანხმდებოდით ახალი საინტერესო აქტივობების ჩართვაზე და განხორციელებაზე, რაც სახალისო და მიმზიდველი იყო აქტიურად ვიყენებდით მასწავლებლის ბიულეტენის ველს როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი საკითხების განხილვისას. გვქონდა მიმოწერა ერთმანეთთან სოციალური ქსელის საშულებით, სადაც ვეხმარებოდით ერთმანეთს სხვადასხვა ინსტრუმენტების შესწავლა-გამოყენებაში, შემდგომი ეტაპების, საერთო ზღაპრის შექმნის პროცესის განხორციელებაში. ჩავატარეთ პარტნიორების ონლაინ-შეხვედრა.

პროექტზე მუშაობამ მოსწავლეებში ცხოველების შესახებ ცოდნის გაფართოებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას, გარემოსდაცვითი კომპეტენციების განვითარებას, ცნობისმოყვარეობის და ველური ბუნებისადმი სტაბილური ინტერესის ჩამოყალიბებასა და განვითარებას შეუწყო ხელი,, დაეხმარება იმის გაგებაში, რომ თითოეული ინდივიდი მნიშვნელოვანია ბუნებაში, რომ ისინი დაკავშირებულია როგორც ერთმანეთთან, ასევე ადამიანის ცხოვრებასთან.

პროექტის ბმული: https://animalsgori9.blogspot.com/


პროექტის ავტორი: ირმა კურტანიძე

 

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

ბლოგის სტატისტიკა

გამომწერები