2019-2020 სასწავლო წელს მე-5 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა რუსული ენის მასწავლებლის ირმა კურტანიძის ხელმძღვანელობით განახორციელეს eTwinning-ის საავტორო პროექტი «В мире сказок» და ლიეტუველი პარტნიორის პროექტი «Книги – уроки жизни»
👑«В мире сказок» (პროექტის
ავტორები: საქართველო - ლიეტუვა)
პროექტის ბლოგი
პროექტის მიზანი იყო ზღაპრების მიმართ ინტერესის და სიყვარულის გაღვივება და გაღრმავება, ამისათვის, მოსწავლეები თანამშრომლობდნენ უცხოური (რუსული) ენის საშუალებით ერთმანეთთან, იუმჯობესებდნენ უნარ-ჩვევებს, იგებდნენ, უყვართ თუ არა ზღაპრების კითხვა და რა ზღაპრებს კითხულობენ მათი თანატოლები სხვადასხვა ქვეყნებში. პროექტის მსვლელობისას მოსწავლეები ეცნობოდნენ ერთმანეთს, ქმნიდნენ პრეზენტაციებს, ვიქტორინებს, ელექტრონულ წიგნებს საყვარელი ზღაპრების თემაზე, გააკეთეს საყვარელი ზღაპრების ინსცენირება.
დასასრულს კი, თავად შეთხზეს ზღაპრები და შეიტანეს ზღაპრების საერთო წიგნში (ჩვენი მოსწავლეები პარტნიორი ქვეყნების მოსწავლეებთან ერთად მუშაობდნენ ერთობლივად წიგნზე
წიგნი დაყოფილია ნაწილებად ქვეყნების მიხედვით, თითოეული ქვეყანა წერდა საკუთარ ზღაპარს, რომელსაც მოსწავლეები დამოუკიდებლად თხზავდნენ. საერთო ზღაპრების წიგნი გაემგზავრა პარტნიორ ქვეყნებში.
მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება, გაიუმჯობესეს ციფრული წიგნიერების, მედიაწიგნიერების და სოციალური კომპეტენციები, განივითარეს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, კვლევა-ძიების, ინფორმაციის დახარისხების, ანალიტიკური აზროვნების, გუნდში მუშაობის უნარ-ჩვევები.
📖«Книги – уроки жизни» (პროექტის ავტორები: ლიეტუვა - ჩეხეთი)
ასევე, პარტნიორებთან შეთანხმებით, დროდადრო ვთანხმდებოდით ახალი საინტერესო აქტივობების ჩართვაზე და განხორციელებაზე, რაც სახალისო და მიმზიდველი იყო მოსწავლეებისთვის, მათ მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში პარტნიორი ქვეყნების თანატოლებთან, სადაც გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები სხვადასხვა ზღაპრების შესახებ.
მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება, გაიუმჯობესეს ციფრული წიგნიერების, მედიაწიგნიერების და სოციალური კომპეტენციები, განივითარეს შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, კვლევა-ძიების, ინფორმაციის დახარისხების, ანალიტიკური აზროვნების, გუნდში მუშაობის უნარ-ჩვევები.
📖«Книги – уроки жизни» (პროექტის ავტორები: ლიეტუვა - ჩეხეთი)
პროექტის ბლოგი
არის თუ არა წიგნი გარესამყაროსთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალება და გულწრფელი მეგობარი? რა როლი აქვს წიგნებს ადამიანის ცხოვრებაში? ადვილია წიგნის შექმნა? რას კითხულობენ სხვა ქვეყნების მოსწავლეები? ყველა კითხვაზე პასუხი გავეცით პროექტში.
პროექტის მიზანი იყო წიგნის კითხვისადმი სიყვარულის გაღვივება. თავდაპირველად მოსწავლეებმა ჩაატარეს კვლევა კლასებში, რამდენად ხშირად კითხულობენ მათი თანატოლები წიგნებს, რამდენი წიგნი წაიკითხეს 2019 წელს, კვლევის შედეგები გამოვაქვეყნეთ თვინსფეისზე პროექტის მასალებში და დავდეთ გვერდზე, ასვე მოსწავლეებმა ინდივიდუალურად მოიძიეს პარტნიორი ქვეყნების მწერლების შესახებ ინფორმაცია და შემდეგ ჯგუფურად გააკეთეს ფოტოკოლაჟი, ინდივიდუალურად შეასრულეს საკუთარი საყვარელი წიგნის შესახებ პრეზენტაციები და შექმნეს ვიდეოკლიპები და ელექტრონული წიგნები, მიიღეს მონაწილეობა დისკუსიებში პარტნიორი ქვეყნების თანატოლებთან.
პროექტის საბოლოო შედეგი იყო ერთობლივი წიგნის და ელექტრონული წიგნის შექმნა, რასაც ჩვენმა მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი, მათ დაწერეს წიგნის მეხუთე თავი
გარდა ამისა, მოსწავლეები დისკუსიის ველში ერთმანეთს წერდნენ შეტყობინებებს, ასევე ერთმანეთს გაუგზავნეს წიგნის სანიშნეები.
2020 წლის 30 სექტემბერს ორივე პროექტმა მიიღო ეროვნული ხარისხის ნიშნები

ასევე, შექმნეს წიგნის ელექტრონული ვერსია
თითქმის ყველა აქტივობა ორივე პროექტში ხორციელდებოდა ტექნოლოგიების გამოყენების, კერძოდ, გამოვიყენეთ Power Point, Youtube, Canva, Storyjumper, Pixiz, Book creator, Coggle.it, Pictramap, Jigsawplanet, Padlet, Edpuzzle, Flipgrid, Postermywall, Answergarden.ch, Quizziz და სხვა.
გარდა ამისა, მოსწავლეები დისკუსიის ველში ერთმანეთს წერდნენ შეტყობინებებს, ასევე ერთმანეთს გაუგზავნეს წიგნის სანიშნეები.
ჩვენ მივიღეთ სანიშნეები ლიეტუვიდან, სომხეთიდან და ლატვიიდან პანდემიის დაწყებისთანავე, შესაბამისად, მოსწავლეებმა სანიშნეები მიიღეს სექტემბერში, როდესაც სწავლა განახლდა საკლასო ოთახებში.
2020 წლის 30 სექტემბერს ორივე პროექტმა მიიღო ეროვნული ხარისხის ნიშნები
2020 წლის 27 ოქტომბერს ერთმა პროექტმა დაიმსახურა ევროპული ხარისხის ნიშანი.
eTwinning ჯგუფის საერთაშორისო ვირტუალური თანამშრომლობის პროექტის საბოლოო შეფასება ასეთი იყო: „გილოცავთ! თქვენი სკოლა დააჯილდოვა ევროპული ხარისხის ეტიკეტით. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი, თქვენი მოსწავლეებისა და თქვენი სკოლის საქმიანობა აღიარებულია უმაღლეს ევროპულ დონეზე“.
eTwinning პროექტების ავტორი და მონაწილე ირმა კურტანიძე
30.10.20
Комментариев нет:
Отправить комментарий