2023 - 2024 სასწავლო წლის პროექტი

 

ერთერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება გარემოს დაცვის საკითხების ჩამონათვალში ჩვენი პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობაა. მოსწავლეთა გარემოსდაცვითი წიგნიერება და ეკოლოგიის სფეროში უნარ-ჩვევების განვითარება უმთავრესი ამოცანაა, რადგან გარემოსდაცვითი განათლებისა და აღზრდის პრობლემა აქტუალურია, პრიორიტეტულია და აერთიანებს რამდენიმე მდგრადი განვითარების მიზანს, როგორიცაა მიწის ეკოსისტემების შენარჩუნება, რაციონალური გამოყენება. ოკეანეების, ზღვებისა და საზღვაო რესურსების, ყველასთვის ხელმისაწვდომობისა და რაციონალური წყლისა და სანიტარული პირობების უზრუნველყოფა, კლიმატის ცვლილებასთან და მის ზემოქმედებასთან ბრძოლა.

პროექტის მიზანია ეკოლოგიის დარგში მოსწავლეებში შემეცნებითი აქტივობის განვითარების პირობების შექმნა, ბავშვებში ცნობიერი ურთიერთქმედების ჩამოყალიბება გარემომცველ დიდ ბუნებრივ სამყაროსთან.

პროექტი ინტერდისციპლინურია და აერთიანებს რამდენიმე საგანს: ინგლისურ და რუსულ ენებს, STEAM-ის საგნებს - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, მათემატიკას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას და კომპიუტერულ ტექნოლოგიებს.

პროექტზე მუშაობდნენ საქართველოს, ლიეტუვის, ლატვიის, სომხეთის და უკრაინის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები.

პროექტი განხორციელდა ინგლისურ და რუსულ ენებზე.

პროექტის განხორციელების პერიოდი - 01.10.23 - 15.06.24

აღნიშნული პროექტი თანამშრომლობითი სწავლების საუკეთესო მაგალითია.მოსწავლეებმა როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად იმუშავეს თითოეულ აქტივობაზე თანმიმდევრობით, ეკოლოგიური აქტივობები ისე იყო დაგეგმილი, რომ მოსწავლეები თითოეული აქტივობის შესარულებისას თანმიმდევრულად აღწევდნენ მოკლევადიან შედეგებს, რაც საბოლოო ჯამში ისინი გრძელვადიან შედეგამდე მიიყვანა.

პრიორიტეტული იყო მოსწავლეებში კომუნიკაციური, სოციალური, კულტურული, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება და ჩამოყალიბება, გარემოსდაცვითი წიგნიერების, ციფრული და სამოქალაქო კომპეტენციების განვითარება. მოსწავლეები დაეუფლნენ ბუნებაში ეკოლოგიურად ქცევის უნარებს, განუვითარდათ ბუნებრივ ობიექტებზე დაკვირვებისა და შესწავლის სურვილი, ისწავლეს დასკვნების გამოტანა, მიეჩვივნენ ბუნების სიფრთხილით მოპყრობას და ბუნებრივ სამყაროსთან მიმართებაში სწორი ქცევისკენ სწრაფვას.

პროექტმა შეუწყო ხელი მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, შემოქმედებითობის,  კომუნიკაციის, კოლაბორაციის, კვლევა-ძიების, ანალიტიკური აზროვნების, გუნდურობის უნარ-ჩვევების, და ბუნების მიმართ პოზიტიური და მზრუნველობითი დამოკიდებულებების განვითარებას. პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს დაეხმარა გამჭოლი უნარების განვითარებაში, მაგალითად, პასუხისმგებლობის, კერძოდ, სასკოლო და სხვა საქმიანობებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში და სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარებაში, ასევე თანამშრომლობის, კერძოდ, რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარებაპრობლემათა ერთობლივად გადაჭრა, გადაწყვეტილებათა  ერთობლივად მიღების მიზნით. 


Комментариев нет:

Отправить комментарий

ბლოგის სტატისტიკა

გამომწერები