2022 - 2023 სასწავლო წლის პროექტები

Our dream school / Школа нашей мечты

პროექტის ბმული

პროექტის კოლექცია

ჩვენი ოცნების სკოლა არის სკოლა, რომელიც ხელს უწყობს შერეულ სწავლებას, განათლებას ყველასთვის გამონაკლისის გარეშე, ინკლუზიურობას, ესთეტიკურ და კულტურულ კეთილდღეობას და განვითარებულ ინფრასტრუქტურას.

პროექტის მიზანია -  სკოლის მაკეტის შექმნა, რომელიც აკმაყოფილებს თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, სადაც კულტურა, ესთეტიკა, სკოლის სასწავლო სივრცის გარემოსთან ჰარმონიაშია და ხელს უწყობს ინკლუზიას, ერთიანობას და თანასწორობას.
პროექტი ხელს უწყობს საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის განათლების ხელმისაწვდომობის შესახებ ცოდნის გაფართოებას, აგრეთვე შემეცნებითი და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებას, ცნობისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას და ჰარმონიული განვითარებისადმი მუდმივ ინტერესს და იმის გააზრებას, რომ თითოეულ ადამიანს ხარისხიანი განათლების და თანამშრომლობის მიღების უფლება აქვს.
პროექტის მიზანია გამოიყენოს ისეთი პროდუქტიული აქტივობები, როგორიცაა პლაკატები, მოდელები, ნახატები, კოლაჟები, ციფრული შაბლონები, დიორამები და ა.შ. პროექტი ინტერდისციპლინარულია და რამდენიმე საგანს აერთიანებს: ინგლისური და რუსული ენები, ბუნებისმეტყველება, ეკოლოგია, ესთეტიკა, კულტურა, სახვითი ხელოვნება და საინფორმაციო ტექნოლოგიები.
შედეგად მოსწავლეებს განუვითარდებათ კომუნიკაციის, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარები და ჩამოუყალიბდებათ ციფრული და სამოქალაქო კომპეტენციები. 🏆ევროპული ხარისხის ნიშნები

27 ნოემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამა eTwinning-ის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია "ხელოვნული ინტელექტი განათლებაში", სადაც დაჯილდოვდნენ eTwinning-ში ჩართული წარმატებული სკოლები და მასწავლებლები. კონფერენციაზე ჩვენმა სკოლამ წარადგინა 2022-2023 სასწავლო წლის საავტორო საერთაშორისო პროექტის ფარგლებში მოსწავლეების მიერ შექმნილი სკოლის მაკეტი და საოცნებო სკოლის ეზო. აღნიშნულმა პროექტმა ლიეტუვაში წლის საუკეთესო პროექტის ტიტული მოიპოვა. 👩🏼‍🏫👨🏼‍🏫კონფერენცია








ხალხური ზღაპრის სამყაროში

პროექტის ბმული

აღნიშნულ პროექტში მოსწავლეები მოგზაურობენ ქართული ხალხური ზღაპრის სამყაროში. ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები კითხულობენ და აანალიზებენ ქართულ ხალხურ ზღაპარებს “ნახევარქათამა”, “მეფე და სკვიჩა” , “ჯადოსნური კვერცხი”. იღებენ საფუძვლიან ცოდნას მოცემული ლიტერატურული ჟანრის შესახებ. აგრეთვე, აკვირდებიან პერსონაჟების განვითარებას და აანალიზებენ, რა როლს თამაშობს ავტორის ხედვა ზღაპრის თხრობისას.


Комментариев нет:

Отправить комментарий

ბლოგის სტატისტიკა

გამომწერები