მიმდინარე სასწავლო წელს, მე-10 კლასის მოსწავლეები რუსული ენის მასწავლებლის ირმა კურტანიძის ხელმძღვანელობით რუსულ ენაზე ახორციელებენ eTwinning საავტორო პროექტებს "Медиа вокруг нас", «Легенды наших стран», «Виртуальный визит в мой город», «Календарь дружбы», "Volunteer". ჯამში პროექტებში მონაწილეობს ორმოცამდე სკოლა 10 ქვეყნიდან: ლიეტუვა, ჩეხეთი, საქართველო, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლატვია, მოლდოვა, ბულგარეთი, თურქეთი.
🎤«Media around us/Медиа вокруг нас» (პროექტის ავტორები: საქართველო-ლიეტუვა)
პროექტის ბლოგი
პანდემიის დროს დეზინფორმაციის გავრცელება მკვეთრად გაიზარდა, ბევრს სჯერა ყალბი ამბების, ვინაიდან მათ არ იციან, როგორ გადაამოწმონ ინფორმაცია სანდო წყაროებიდან.
მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების ამაღლება მოსწავლეებში.
პროექტის მიზანია ასწავლოს სტუდენტებს ჭეშმარიტი და ყალბი ინფორმაციის ამოცნობა, განუვითაროს .
პროექტი ხორციელდება რუსულ და ინგლისურ ენებზე. პრიორიტეტულია ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება, რადგან ციფრული წიგნიერება მჭიდრო კავშირშია მედიაწიგნიერებასთან.
🎇«Легенды наших стран» (პროექტის ავტორები: საქართველო-უკრაინა)
პროექტის ბმული
პროექტის ბლოგი
პროექტი სოციალურ-კულტურული თემატიკით ხელს უწყობს კომუნიკაციის უნარების განვითარებას უცხო ენების სწავლების სფეროში. პროექტის მიზანია მოსწავლეთა კომპეტენციის განვითარება და სრულყოფა უცხო ენის, კულტურათშორისი და ინტერპერსონალური კომუნიკაციის მიმართულებით, კომუნიკაციის, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების განვითარება და ფორმირება, სხვა ქვეყნების ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურისადმი ინტერესის გაღვივება.
მას შემდეგ, რაც ბევრ სკოლაში გადავიდა დისტანციური სწავლებაზე, პრიორიტეტი გახდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა პროგრამებით: Power Point, Youtube, Canva, Storyjumper, Pixiz, BookCreator, Coggle Eath, Pictramap, Jigsawplanet, Padlet, Wakelet, Flipgrid, Postermywall, Quizziz LearningApps, Buncee, Issuu, Genial.ly და სხვა.
პროექტის საბოლოო შედეგი არის ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა ქვეყნების ლეგენდების მიხედვით და მათგან მომდინარე ტრადიციების და საინტერესო ფაქტების მიხედვით ელექტრონული წიგნების შექმნა.
ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა კალენდრების შექმნა და გაცვლა. ჩვენს მიერ შექმნილი კალენდარები და საშობაო სუვენირები გაემგზავრა ლიეტუვაში. ასევე, ლიეტუვიდან მივიღეთ კალენდრები.მოსწავლეებმა შექმნეს წლის ლექსიკონი თვეების მიხედვით სხვადასხვა ენაზე, ქვეყნების, დღესასწაულების, ამინდის კალენდრები ელექტრონული წიგნების და ვიდეორგოლების სახით. პარტნიორებს და მოსწავლეებს აქვთ მიმოწერა TwinSpace-ზე. პლატფორმაზე გაცვალეს საშობაო მისალოცი ბარათები, საშობაო წეს-ჩვეულებები, რეცეპტები და ნაძვის ხეების სურათები. პროექტი ითვალისწინებს კეთილი საქმეების კალენდარის შექმნას.
ამჟამად მოსწავლეები მუშაობენ ამინდის კალენდარზე, ლინოიტის დაფაზე სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები დღეების მიხედვით ათავსებენ ამინდის პროგნოზს.
პროექტის საქმიანობაში მონაწილეობა მოსწავლეებში აუმჯობესებს თავიანთი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ დამოკიდებულებას, ისინი ადარებენ მას სხვა კულტურებს და აღიქვამენ ევროპას, როგორც დემოკრატიულ მულტიკულტურულ სივრცეს.
მას შემდეგ, რაც ბევრ სკოლაში გადავიდა დისტანციური სწავლებაზე, პრიორიტეტი გახდა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. ჩვენი მოსწავლეები აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა პროგრამებით: Power Point, Youtube, Canva, Storyjumper, Pixiz, BookCreator, Coggle Eath, Pictramap, Jigsawplanet, Padlet, Wakelet, Flipgrid, Postermywall, Quizziz LearningApps, Buncee, Issuu, Genial.ly და სხვა.
პროექტის საბოლოო შედეგი არის ინფორმაციის გაცვლა სხვადასხვა ქვეყნების ლეგენდების მიხედვით და მათგან მომდინარე ტრადიციების და საინტერესო ფაქტების მიხედვით ელექტრონული წიგნების შექმნა.
🌞«Календарь дружбы» (პროექტის ავტორები: ლიეტუვა - საქართველო)
პროექტის ბმული
პროექტის ბლოგი
პროექტის მიზანია ციფრული ტექნოლოგიების ცოდნის გაუმჯობესება და მეორე უცხო ენის გამოყენება, შემოქმედებითი უნარების განვითარება.ერთ-ერთი მთავარი საქმიანობაა კალენდრების შექმნა და გაცვლა. ჩვენს მიერ შექმნილი კალენდარები და საშობაო სუვენირები გაემგზავრა ლიეტუვაში. ასევე, ლიეტუვიდან მივიღეთ კალენდრები.მოსწავლეებმა შექმნეს წლის ლექსიკონი თვეების მიხედვით სხვადასხვა ენაზე, ქვეყნების, დღესასწაულების, ამინდის კალენდრები ელექტრონული წიგნების და ვიდეორგოლების სახით. პარტნიორებს და მოსწავლეებს აქვთ მიმოწერა TwinSpace-ზე. პლატფორმაზე გაცვალეს საშობაო მისალოცი ბარათები, საშობაო წეს-ჩვეულებები, რეცეპტები და ნაძვის ხეების სურათები. პროექტი ითვალისწინებს კეთილი საქმეების კალენდარის შექმნას.
ამჟამად მოსწავლეები მუშაობენ ამინდის კალენდარზე, ლინოიტის დაფაზე სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები დღეების მიხედვით ათავსებენ ამინდის პროგნოზს.
პროექტის საქმიანობაში მონაწილეობა მოსწავლეებში აუმჯობესებს თავიანთი ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ დამოკიდებულებას, ისინი ადარებენ მას სხვა კულტურებს და აღიქვამენ ევროპას, როგორც დემოკრატიულ მულტიკულტურულ სივრცეს.
🚀«Виртуальный визит в мой город» (პროექტის ავტორები: ლიეტუვა - საქართველო)
პროექტის ბმული
პროექტის ბლოგი
მოსწავლეები იღრმავებენ ისტორიის, გეოგრაფიისა და უცხო (რუსული) ენის ცოდნას საკუთარი საცხოვრებელი ქალაქის ისტორიიდან, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მათ უვითარდებათ საკომუნიკაციო, შემოქმედებითი, ტექნოლოგიების ფლობის უნარები, უყალიბდებათ სხვათა კულტურის მიმართ დამოკიდებულებები.
პროექტში მოსწავლეები ირჩევენ და განსაზღვრავენ საკუთარი ქალაქის ტურისტულ მარშრუტს. ისინი ირჩევენ ღირსშესანიშნაობებს და ქმნიან ვირტუალურ სამოგზაურო ვირტუალურ ტურს (https://www.thinglink.com/scene/1378035282779045891). განიხილავენ სადღესასწაულო ტრადიციებს, იზიარებენ რეცეპტებს, ხოლო ერთმანეთის რეცეპტების შესაბამისად კერძების მომზადებასაც შეძლებენ. მოსწავლეებმა შექმნეს ფოტოკოლაჟები, გაუზიარეს შთაბეჭდილებები, შექმნეს ჩვენი ქალაქის ვირტუალურ სახელმძღვანელო, შეიტანეს საკუთარი წვლილი საერთო ელექტრონული წიგნის შექმნაში, სადაც პროექტის მონაწილეთა ტრადიციების შესახებ არის აღწერილი, გაუზიარეს სხვადასხვა თამაშები. მიიღეს მონაწილეობა საუკეთესო ლოგოს კონკურსში, სადაც ყველაზე მეტი ხმა მოვიპოვეთ.

«Volunteer» (პროექტის ავტორები: საქართველო)
პროექტის ბმული
პროექტის ბლოგი
პროექტის შესახებ
მოხალისე არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვს უფასოდ ისწავლონ სხვადასხვა საგნები, სკოლის გაკვეთილის დასრულების შემდეგ დამატებითი სამუშაოს შესრულების პრინციპით. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალურად დაუცველი, სპეციალური საჭიროების მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ეთნიკური უმცირესობების მოსწავლეებისთვის და ასევე ემიგრანტი ქართველების ბავშვები. პროექტი ითვალისწინებს უფასო სასწავლო კურსების შექმნას სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით. კურსები ტარდება ონლაინ-რეჟიმში, აგრეთვე პირისპირ შეხვედრებით. მოსწავლეებს შეეძლებათ არა მხოლოდ აკადემიური, არამედ სოციალური უნარების გაუმჯობესება. პროექტში მონაწილეობენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოქმედი პედაგოგები, მასწავლებელთა სამუშაოს მაძიებლები და მოწვეული მასწავლებელი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ემსახურებიან ჩვენს მოსწავლეებს. პროგრამის ფარგლებში ტარდება უფასო ტრენინგები მასწავლებლებისთვის და ხდება გამოცდილების გაზიარება, კონფერენციები და სხვადასხვა აქტივობები.საკლასო ოთახებში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავთ სკოლაში eTwinning კუთხის მოწყობას, სადაც განვათავსებთ ჩვენ მიერ შექმნილ მასალებს, უცხოელი პარტნიორებისგან მიღებულ საჩუქრებს, ნამუშევრებს.
ჩვენს მოსწავლეებს აქვთ კომუნიკაცია სხვა ქვეყნის თანატოლებთან და შესაძლებლობა ერთობლივად იმუშაონ პროექტებზე, ითანამშრომლონ, შეაფასონ როგორც სხვისი, ასევე საკუთარი შესაძლებლობები, რას და როგორ სწავლობენ მათი თანატოლები სხვა ქვეყნებში.

eTwinning პროექტების ავტორი და მონაწილე ირმა კურტანიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий